სპორტი
ლამპარდი: "ეს შოკი იყო"

ლამპარდი: "ეს შოკი იყო"

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა, ფრენკ ლამპარდი "ეტიჰედ სტეიდიუმზე" გამართულ მატჩს გამოეხმაურა. პრემიერ ლიგის შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტიმ" ლონდონური გუნდი მიიღო და მეტოქე 6:0 გაანადგურა. "ცხადია, ასეთი ანგარიშით მარცხი კარგი არ არის და ზოგადად მსგავსი რამ "ჩელსის" გარშემო იშვიათად ხდება, ამიტომაც შოკია. თუმცა მოვლენები სწორად უნდა შევაფასოთ. "არისტოკრატები" გასაოცარი მეტოქის წინაშე იყვნენ, სადაც ხოსეპ გვარდიოლამ შესანიშნავი საქმეები გააკეთა. "სიტი" უბრალოდ დიდებული გუნდია და "ჩელსი" ასეთ მეტოქეს ხვდებოდა", - განაცხადა ლამპარდმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის