სპორტი
ანჩელოტიმ ჰამშიკის გამო ჩინელებს ულტიმატუმი წაუყენა: "ან ასე იქნება ან საერთოდ არ იქნება"

ანჩელოტიმ ჰამშიკის გამო ჩინელებს ულტიმატუმი წაუყენა: "ან ასე იქნება ან საერთოდ არ იქნება"

თებერვალში, მარეკ ჰამშიკი ჩინეთში წასვლას გეგმავს, თუმცა კონტრაქტის დეტალების შეთანხმება ვერ ხერხდება. ეს ფაქტი, "ნაპოლის" იურისტმა, მატია გრასანიმ დაადასტურა. "სიტუაცია საკმაოდ არეულია და ჯერ-ჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება. კომუნიკაციის დამყარებაც რთულია, რადგან ჩინეთსა და იტალიას შორის დროის სარტყელში სხვაობა 8 საათია. მთავარ პრობლემას ფინანსური მხარე ქმნის. კარლო ანჩელოტიმ ჩინელებს შეუთვალა, რომ ან ისე იქნება, როგორც "ნაპოლის" პრეზიდენტმა, ლე ლაურენტისმა თქვა ან შეთანხმება საერთოდ არ შედგება", - განაცხადა ანჩელოტიმ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის