სპორტი
რემსი იუვენტუსში კოლოსალურ ხელფასს მიიღებს

რემსი იუვენტუსში კოლოსალურ ხელფასს მიიღებს

"იუვენტუსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა აარონ რემსისთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა. 28 წლის უელსელი "არსენალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და შესაბამისად, ტურინელები სატრანსფერო თანხას არ იხდიან. ცხადია, ამ ფაქტის გამო რემსიმ იტალიელებს მაღალი ხელფასი მოსთხოვა. BBC და Sky Sports წერს, რომ ფეხბურთელმა "იუვენტუსთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და თითო სეზონში დაახლოებით 17 მილიონ ევროს მიიღებს. 4 წელში უელსელი იტალიიდან 68 მილიონ ევროს წაიღებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის