სხვადასხვა
რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალის საქციელში - ჩამონათვალი

რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალის საქციელში - ჩამონათვალი

გიფიქრიათ ოდესმე, რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალის საქციელში? არსებობს სერიოზული კვლევა, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგებმა სოციოლოგების დახმარებით რამდენიმე ათას მამაკაცზე დაკვირვების შედეგად ჩამოაყალიბეს. საკმაოდ საინტერესოა და ზოგიერთმა ფაქტმა შეიძლება, გაგაოცოთ კიდეც.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიაში ის თვისებებიც აღმოჩნდა, რაც ერთი შეხედვით ზედმეტად ქალურ და სახასიათო თვისებებად მიიჩნევა.

გაუთავებელი ლაპარაკი – დიახ, კაცებს ლაპარაკი აღიზიანებთ. ეს არ ნიშნავს, რომ კომუნიკაცია არ უნდა შედგეს. უბრალოდ, გაუთავებელი საუბარი ჩანთის ფერებზე, ნათესავების ოჯახზე, სახლის ნივთებსა და ფასდაკლებებზე, ასევე, მეგობრების სასიყვარულო ურთიერთობებზე საჭირო არ არის;

ზედმეტად ამბიციური ხასიათი – მამაკაცებს მოსწონთ ამბიციური ქალები და მათი მეამბოხე ხასიათი, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს საქმეს უკავშირდება და არა ურთიერთობას;

"მაგარი გოგოს“ იმიჯი – შესაძლოა, თქვენ მართლაც „მაგარი გოგო“ ხართ და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიიღებაც გინდათ, მაგრამ არ არის საჭირო ამ ამბის ყოველ წამს გაჟღერება. მამაკაცების უმეტესობის აზრით, ეს მომაბეზრებელია;

ზედმეტი მაკიაჟი – ზედმეტი მაკიაჟი ყოველთვის კარგი არ არის. გარდა იმისა, რომ აფუჭებს კანს, მამაკაცებში გაღიზიანებასაც იწვევს. მათთვის ბუნებრივი სახე უფრო მიმზიდველია;

და რაც მთავარია, მამაკაცებს ისევე სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, როგორც მანდილოსნებს.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის