სხვადასხვა
ცემა-ტყეპა ქორწილში - გაციებული საკვების გამო სტუმრებმა მიმტანები ცემეს (ვიდეო)

ცემა-ტყეპა ქორწილში - გაციებული საკვების გამო სტუმრებმა მიმტანები ცემეს (ვიდეო)

ინდოეთში ქორწილში მიწვეული სტუმრები მიმტანებს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვიდეოს Newsflare-ი ავრცელებს.

ვიდეო კვირას, 10 თებერვალსაა გადაღებული ნიუ დელის ერთ-ერთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. ვიდეოში ჩანს რომ ნასვამი სტუმრები მიმტანებს ესხმიან თავს და მათ თეფშებს ესვრიან.

არეულობის მიზეზი გაციებული საკვები გახდა. სტუმრების პრეტენზიაზე სასტუმროს წარმომადგენლებმა თავის მართლება დაიწყეს, რომ საკვები იმ დროს გაცივდა, როდესაც სტუმრების სვამდენენ და მხიარულობდნენ. მასპინძლების სიტყვებმა სტუმრები უფრო მეტად გააღიზიანათ და მიმტანეს დაუპირისპირდნენ.

ჩხუბის შედეგად სასტუმროს 4 თანამშრომელი საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა. სასტუმროს მფლობელი აპირებს, რომ სტუმრებს პოლიციაში უჩივლოს.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის