ხელოვნება
თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობა Meskhi vs. Meskhi ჟურნალ Words without borders-ში მოხვდა

თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობა Meskhi vs. Meskhi ჟურნალ Words without borders-ში მოხვდა

როგორც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გვანცა ჯობავამ facebook-ის გვერდზე დაწერა, ცნობილმა ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა Words Without Bordersა სექტემბრის თვის მთელი ნომერი ქართულ ლიტერატურას მიუძღვნა და თანამედროვე ქართველი ავტორები წარადგინა.

"კიდევ ერთი მოსალოცი ამბავი ქართველ მწერლებს და ქართულ ლიტერატურას!
მნიშვნელოვანმა ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა Words Without Borders სექტემბრის თვის ფოკუსად აირჩია საქართველო და მთელი ნომერი ქართულ ლიტერატურას მიუძღვნა! ცხადია ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან, სწორედ ჩვენი საპატიო სტუმრის სტატუსის გამო გადაწყვიტა WWB-მა, რომ დაესწრო ოქტომბრის მოვლენებისთვის და ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურა თავისი მკითხველებისთვისაც გაეცნო!

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამასთან უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა ამ პუბლიკაციის მომზადებაზე, დამეწერა ზოგადად ქართული ლიტერატურის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, მომეყოლა საგამომცემლო სექტორზე, ჩვენს მზაობაზე ფრანკფურტისთვის, ამ პროექტის მნიშვნელობაზე და წარმედგინა 6 ქართველი თანამედროვე მწერალი: Naira Gelashvili Teona Dolenjashvili Gela Charkviani Lela Samniashvili Irakli Kakabadze Beka Kurkhuli ამ ჟურნალის განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მათ საგანგებოდ თარგმნეს ამ პუბლიკაციისთვის ჩამოთვლილი ავტორების პროზაული თუ პოეტური ტექსტები და ახლა ექსკლუზიურად სთავაზობენ საერთაშორისო მკითხველს. თარგმანს თან ახლავს მწერლების ხმოვანი ჩანაწერები, სადაც ისინი ტექსტებს ორიგინალში კითხულობენ და ასევე ქართული ტექსტებიც.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით არაჩვეულებრივ მთრგმნელებს, რომლებმაც შესაშური სამუშაო გასწიეს: Philip Price Mary Childs Natalia Bukia-peters Muc Dunlop და Victoria Field.
გილოცავთ ავტორებს, მთრგმნელებს და დიდ წარმატებას გისურვებთ საერთაშორისო არენაზე!
და უზარმაზარი მადლობა ამ ჟურნალის წარმოუდგენელად არაჩვეულებრივ რედაქტორს, რომელთან მუშაობა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო, Susan Harris -ს. (Susan, special thanks to you for being so wonderful and such a big professional! It was a honor for me to work with you!)

* ჩემი შესავალი წერილი Exporting Georgian Literature
https://www.wordswithoutborders.org/…/september-2018-georgi…
* თეონა დოლენჯაშვილი „მესხი მესხის წინააღმდეგ“
https://www.wordswithoutborders.org/…/september-2018-georgi…
* ლელა სამნიაშვილის ლექსები
https://www.wordswithoutborders.org/…/september-2018-georgi…
https://www.wordswithoutborders.org/…/september-2018-georgi…
* გელა ჩარკვიანი „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“
https://www.wordswithoutborders.org/…/september-2018-georgi…
*ირაკლი კაკაბაძის „ბესლანის ბავშვები“
https://www.wordswithoutborders.org/…/september-2018-georgi…
იაკი კაბეს ტანკები
https://www.wordswithoutborders.org/…/september-2018-georgi…
* ნაირა გელაშვილი „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“
https://www.wordswithoutborders.org/…/september-2018-georgi…
* ბექა ქურხული “მკვლელი“
https://www.wordswithoutborders.org/…/september-2018-georgi…",-წერს ჯობავა სოციალურ ქსელში.

შენიშვნა: სტილი დაცულია

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის