ხელოვნება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქართველი მწერალი იქნება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქართველი მწერალი იქნება

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი უწყებაა, ლობირებს და აერთიანებს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე 76 ორგანიზაციას. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია IPA-ს წევრი 2007 წელს გახდა. IPA-ს უმთავრესი მმართველობითი ორგანო გენერალური ასამბლეაა, რომელიც წელიწადში ერთხელ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იკრიბება. წელს გენერალურ ასამბლეასა და მათ შორის თამთა მელაშვილის გამოსვლას 65 ქვეყნის წამყვანი გამომცემლობების 200-მდე პროფესიონალი დაესწრება.

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გენერალურმა ასამბლეამ წელს პირველად გადაწყვიტა შეეცვალა ფორმატი და საგამომცემლო სფეროს პროფესიონალების გარდა, ტრიბუნა ერთი მწერლისთვისაც დაეთმო. ამდენად, პირველი მწერალი, რომელიც IPA-ს გენერალურ ასამბლეაზე წარდგება, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დელეგატი თამთა მელაშვილი იქნება.

თამთა მელაშვილი საკუთარ გამოსვლაში ისაუბრებს იმაზე, თუ როგორია იყო მწერალი საქართველოში და წერდე უნიკალურ ქართულ ენაზე, ასევე ლიტერატურის თარგმნის პროცესსა და შანსზე, საკუთარი ტექსტები მსოფლიოს გააცნო.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის