ხელოვნება
გუჯი ამაშუკელის უნიკალური "ვეფხისტყაოსანი" გაეროს შტაბ-ბინაში გამოიფინება

გუჯი ამაშუკელის უნიკალური "ვეფხისტყაოსანი" გაეროს შტაბ-ბინაში გამოიფინება

ვეფხისტყაოსანის“ უნიკალური სამუზეუმო ეგზემპლარი შეიქმნა 2017-2018 წელს, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ.

პროექტი მომზადდა ხელოვნების განვითარების ფონდის IMT მიერ. იდეა ეკუთვნის ია ხურციძეს. პროექტი მოამზადეს ია ხურციძემ, თამარ ჩიქოვანმა და მარინა ბაბუნაშვილმა.

ორიგინალური მხატვრობა ეკუთვნის სოფიო კინწურაშვილს და თამაზ ვარვარიძეს. კალიგრაფები: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, გუჯი ამაშუკელის ავტორობით, შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა - სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი... ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები.

პრეზენტაციის შემდეგ, რამდენიმე დღეში, „ვეფხისტყაოსანის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის