ხელოვნება
BIAFF 2018-ის გამარვებულები გამოვლინდნენ

BIAFF 2018-ის გამარვებულები გამოვლინდნენ

BIAFF 2018-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - სერგეი რახლინი (აშშ) - თავმჯდომარე, ბენსე ფლიგაფი (უნგრეთი), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), ალინ ტასჩიანი (თურქეთი), ლევან თუთბერიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

გრანპრი - „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.
საუკეთესო რეჟისურა - ალიჩე რორვახერი ფილმისთვის „ბედნიერი ლაზარე“, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/ გერმანია, 2018; 122 წთ.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ადრიანო ტარდიოლო ფილმში, “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.
საუკეთესო მსახიობი ქალი - ელა სმითი, ფილმში „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.
ჟიურის სპეციალური პრიზი - „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ. და „სტიქსი“, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.

BIAFF 2018-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ვიტალი მანსკი (ლატვია) - ჟიურის თავმჯდომარე, ინა როსოვ (გერმანია), ზავენ სარგისიანი (სომხეთი), სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი), მარიამ ჭაჭია (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - “მამებისა და შვილების შესახებ”, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017; 99 წთ.
ჟიურის სპეციალური პრიზი - “დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.

BIAFF 2018-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი), ჟალე არიკანი (გერმანია), ქეთევან დევდარიანი (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - საშლელი, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა ორ ფილმს:
„ყველა ის არსება“, ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია, 2018, 13 წთ.
„საკვები მიტანით“, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.

BIAFF 2018-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ - გოგი გვახარია , თეო ხატიაშვილი, ლელა ოჩიაური, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმები:
საუკეთესო მხატვრული ფილმი - „დონბასი“, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018; 121 წთ.
ჟიურის სპეციალური მოხსენიება - “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
ლომერ ახვლედიანი (საქართველო)
გელა კანდელაკი (საქართველო)
სოსო ბარდანაშვილი (საქართველო)

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის