საზოგადოება
ქართული სამართლის ბრწყინვალება და სიღატაკე

ქართული სამართლის ბრწყინვალება და სიღატაკე

“ქართული ოცნების“ ახალი „განხეთქილების ვაშლი“ მოსამართლეების უვადო დანიშვნას ეხება. საქართველოს პრემიერ მინსტრმა ერთ კონკრეტულ მოსამართლეზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა: „„დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც.  მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი“.

პირველად იყო მურუსიძე, „შეშფოთებულ-აღშფოთებული“ , განხილვები, თუმცა მურუსიძე მაინც დანიშნეს. ახლა კაპანაძის ჯერი დადგა.

ვინ ვინდა, პრემიერმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მოსამართლის დანიშვნის (მითუმეტეს,  უვადოდ)  შემდეგ,  „თავში ხელების წაშინება“ მხოლოდ და მხოლოდ ზეწოლაა, უკვე დანიშნული მოსამართლის მომავალ საქმიანობაზე და მეტი არაფერი! მაშ, რატომ „გაბრაზდა“ „პოსლეზე“ პრემიერი და რატომ არ გამოხატა პროტესტი კაპანაძის დანიშვნამდე? მხოლოდ იმიტომ რომ „საქმის კურსში“ ვერ იქნებოდა და არ იცოდა ვის სად ნიშნავდნენ, თუ იცოდა და დაელოდა შედეგს? და დაელოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს ის ზეწოლაში არ დაედანაშაულებია?

წესიერ ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის შემდეგ, პრემიერის გაკეთებული განცხადება, სასამართლო სისტემაში ჩარევად ჩაითვლებოდა. ესეც რომ არა, მოსამართლეები (ზოგადად), იმ პირთა მიერ ინიშნებიან, ვინც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით და ხელდასმით აღმოჩნდნენ სათავეებთან. მოსამართლის, თუნდაც დანიშვნამდე ან დანიშვნის შემდეგ, „ზემდგომთაგან“ გაკეთებული განცხადებები, მოსახლეობისათვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობას იმაზე მეტად აღემატება, ვიდრე ეს „იქ, ზემოთ“ ჰგონიათ!

სამართლიანობა და ე.წ. სამართლიანობის აღდგენა ფარსი რომ არ იყოს, დღეს ქვეყანაში „მურუსიძეებისა და კაპანაძეების“ პრობლემა არ იქნებოდა და ეს წესით, კი უნდა იცოდეს პრემიერმა!

2012 წლის არჩევნების შემდეგ, პირველი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა, 200-მდე ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლება იყო. ამ ადამიანებმა სასჯელაღსრულების სისტემა დატოვეს როგორც პოლიტპატიმრებმა. 2012 წლიდან დღემდე პოლიტპატიმრები ითხოვენ დაისაჯონ ის პირები, რომელთაც ისინი უკანონოდ დააპატიმრეს.

ყოფილი პოლიტპატიმრების მიერ ჩამოთვილი დასასჯელ პირთა  სია საკმაოდ დიდია. თითოეულ საქმეში, ცალ-ცალკე და ერთად,  არა ერთი პროკურორი, მოსამართლე, პოლიციელი და მოწმე ფიგურირებს. წესით, პოლიტპატიმართა საქმეები პირველ რიგში უნდა განეხილათ, გადაესინჯათ, გამოეძიებინათ და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთებოდა.

2012 წლამდე „ქართული ოცნების“ „ცნობადი სახეები“ „დიდ იურისტები“ პროცედურას, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ,  ძალიან ადვილად განსახურციელებლად წარმოგვიდგენდნენ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თურმე სამართლიანობის აღდგენა სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდება. მოსახლეობამ, რომელიც „დაბოლილი“ იყო იურისპრუდენციაში არარსებული ტერმინით (და შესაბამისად არარსებული პროცედურით), რასაც „სამართლიანობის აღდგენა“ დაარქვეს, თეა წულუკიანის განცხადება რამდენიმე დღე დაიმახსოვრა და მალევე დაივიწყა. მოსახლეობამ „მოინელა“ მურუსიძეც და ბევრი სხვაც, ვისი სახელიც შორს არ იყო გავარდნილი („ბავშვმაც კი იცის ვინ არის კაკო“). ამიტომ დღეს იმის თქმა, რატომ დანიშნეს კაპანაძე უვადოდ მოსამართლის პოსტზე, ცოტა არ იყოს სასაცილოა და თქვენ წარმოიდგინეთ, უხერხულიც, იმიტომ რომ კანონი მას, როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლეს, იცავს! კანონის დაკანონება, შეცვლა-შესწორება-მიღება კი იმ ადამიანების გასაკეთებელია, ვინც დღეს ჩვენდა გასაოცრად, კაპანაძის დანიშვნას აპროტესტებს!

კაპანაძისაგან განსხვავებით „ადგილობრივ მასშტაბებში“ „იგუდება“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ირაკლი შავაძის განცხადება: „დავით მამისეიშვილი (ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე) დანიშვნის პირველივე დღიდანვე ჩემს მიმართ იყო არაკეთილგანწყობილად. როცა მივედი, პირველივე დღესვე ულტიმატუმი დამიყენა: ან იქნები ჩვენი გუნდის წევრი, ან თუ არ იქნები ჩვენთან ერთად, მაშინ იქნები მარტო, გარიყული… მასთან დაპირისპირებაში შესვლას არ ვაპირებდი, მაგრამ მისი სურვილი იყო, რომ ჩემს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე მოეხდინა გავლენა და მისი კარნახის მიხედვით მიმეღო გადაწყვეტილებები. ის ხელს მიშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებაში… ხშირად აღნიშნავდა, რომ ლევან მურუსიძე იყო მისი შვილის ნათლია, იუსტიციის საბჭოს წევრები მისი მეგობრები არიან და მე შემექმნებოდა პრობლემები“.  შავაძის შემთხვევაშიც იგივე ხდება ოღონდ უკუღმა („უკუღმა, ასინეთა, უკუღმა“):  „ქართული ოცნების“ „სახეები“ აცხადებენ, რომ შავაძე პატიოსანი ადამიანია და გაკვირვებულები არიან, რატომ არ დანიშნეს ის უვადოდ მოსამართლედ. პრემიერი ჯერ არ აღშფოთებულა…

აქ პრობლერმა იმაში კი არაა ვინ სად დაინიშნება, ან არდაინიშნება, აქ პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება თავისავე გუნდის მიერ „გაპრავებულ“ ადამიანებს, „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს, „გემრიელ ლუკმად“ უგდებს ხალხს (და, არა მხოლოდ ვთქვათ მოსამართლეს, მის ოჯახსაც, ცოლს, შვილებს, დედ-მამას, ახლობლებს) და ამით ერთადერთ, უმნიშვნელოვანეს  კუდღელს იჭერს: ხალხი დაგროვილ ბოღმას არამიზანმიმართულად ანთხევს, ხელისუფლება სკამებს იმაგრებს – აი, ჩვენ რა შუაში ვართ, „იმათ“ დანიშნეს (ან არდანიშნეს), ჩვენ კი ვაპროტესტებთ, მაგრამ „თავს ზემოთ ძალა არაა“.

და ეს „მშვენიერი“ სანახაობა, მანამ გაგრძელდება, ვიდრე ხალხი პერსონებზე სწორებას არ შეეშვება!

ყველაზე უმთავრესი, ხელისუფლებისათვის ე.წ. პრიორიტეტული საქმეები არსებობს, მათთვის ე.წ. გახმაურებული საქმეები მხოლოდ ს კეთებისას არის წინა პლანზე, თითქოს „სამართლიანობის აღდგენა“ ხელისუფლების კი არა, ვიღაც სხვა ძალისთვის იყოს შესაძლებელი.

„თაიმერმა“ რამდენიმე ინტერვიუ გამოაქვეყნა ყოფილ პატიმარ ჯიმშერ ჩაჩიბაიასთან, სადაც ბატონი ჯიმნშერი ფაქტებით საუბრობდა და ამხელდა ჩინოსნებს, რომელთაც არა მხოლოდ მის წინააღმდეგ ჩაიდინეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული. მიუხედავად იმისა, ყოფილი პატიმარი  პოლიციასა, პროკურატურასა და სასამართლოში მოკალათებულ კანონდამრღვეცვებზე მტკიცებულებებით საუბრობდა, „ვისაც ხელ ეწიფება“ არავის შეუწუხებია თავი რეალობაში გასარკვევად. მეტიც, ჩაჩიბაიას საქმე არის პირველი საქმე, რომელიც განიხილა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა და ჩაჩიბაია წამების მსხვერპლად აღიარა, საქართველოს კი დაავალა მამა-შვილ ჩაჩიბაიების საქმე ხელახლა გამოეძიებინა (მასალა იხილეთ ბმულზე http://www.timer.ge/uprecedento-gadatskhvetileba-gaerom-saqarthvelo-patimris-tsinashe-damnashaved-aghiara/ ) მაგრამ, პროკურატურამ, რომელსაც დაევალა საქმის გადასინჯვა, საქმე თაროზე დასაობებლად შემოდო!

შეგახსენებთ: ბატონი ჯიმშერი და მისი ვაჟი ელიზბარ ელიზბარაშვილი, ბავშვობიდან ინვალიდი, დიაბეტით დაავადებული, დაკავებულ იქნენ 2010 წელს. მამა-შვილს, რომლებიც სასტიკად აწამეს, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მძევლად აყვანის, უკანონო იარაღის მუხლებით.
ჯიმშერ ჩაჩიბაია, ექიმი, პროფესორი:

_  გაერთიანებული ერების წამების წინააღმდეგ კომიტეტმა საქართველოს დაავალა, ჩვენი საქმის გამოძიება და რეაბილიტაცია, ვადად დასახელდა 90 დღე. საქართველოს ხელი აქვს მოწერილი წამების წინააღმდეგ კონვენციაზე, ეს იმას ნიშნავს რომ საქართველო არის ხელშეკრულების მონაწილე. ჩვენი საჩივარი გაეროდან პასუხის გასაცემად გადმოეგზავნა საქართველოს. საქართველოდან გაეროს კომიტეტში გაგზავნილ პასუხს ხელს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო სასამართლოებში ბექა ძამაშვილი, აწერს.

მივყვეთ ამ პასუხს თანმიმდევრობით, დავიწყოთ რეაბილიტაციით: ძამაშვილმა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტს აცნობა, რომ თურმე, მე და ჩემს შვილს პატიმრობის დროს გვმკურნალობდნენ და ჩამოთვლილი აქვს წამლები, რომელსაც გვაწვდიდნენ, ასევე თურმე მომცეს რეკომენდაცია სათვალეებზე და ამისათვის დამინიშნეს ოფთალმოლოგი.  ძამაშვილის შედგენილ ჩამონათვალში შედის წამლები, რომელსაც სინადმვილეში მე ვყიდულობდი. ეს იმ დროს, როცა მე მაქვს ჩეკები, რაც ადასტურებს რომ 2012 წლის ნოემბრიდან (რა დროსაც გაიხსნა „ავერსის“ აფთიაქი, მანამდე არ არსებობდა) 243 ყიდვა აფთიაქში, საერთო ღირებულებით 2913 ლარი. ჩემს შვილს, ჯიმშერ ელიზბარაშვილს განხორციელებული აქვს 191 ყიდვა, საერთო ჯამით 2820 ლარი. საშუალოდ გამოდის რომ ჩვენ წამლებს 4,5 დღეში ერთხელ ვყიდულობდით. ანუ, ჩვენ ჩვენი ხარჯით ვმკურნალობდით ციხეში, როცა გაიხსნა აფთიაქი ვყიდულობდით წამლებს, როცა აფთიაქი არ იყო შემოქონდათ ოჯახის წევრებს!

_ წამლებს არ გაძლევდნენ?

_ არა, მაგრამ ძამაშვილი წერს, რომ ჩვენ გვმკურნალობდნენ. მე კი ხელთ მაქვს ყველა ჩეკი, რაც რათქმა უნდა, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტშიც გადავაგზავნე.  ძამაშვილი წამლების ჩემონათვალში წერს ისეთ წამლებს, რომელიც არც არასდროს დამილევია. „პრინასა“ ასეთი წამალი არასდროს მიმიღია, მომიტანეს, მაგრამ არ ამიღია, არ მჭირდებოდა და რატომ უნდა დამელია?! ასევე წერს, რომ მოგვცეს ფსორიაზის წამალი. არ გვაქვს ფსორიაზი და წამალი რად მინდოდა ხომ ვერ მეტყვით? ძამაშვილი წერს რომ ჩვენ გვიტარდებოდა და გვიტარდება სახელმწიფო პროგრამით დინამიკური სამედიცინო კვლევა. ეს იმ დროს როცა გამოკვლევები ჩვენი ხარჯით ჩავიტარეთ!

_ გამოძიებაზე რა აცნობეს გაეროს კომიტეტს?

_ საქართველომ წააგო პროცესი, ამას ვერავინ უარყოფს და ვერც ვერავინ იდავებს, მაგრამ საქართველო ცდილობს ჩვენ დაგვაბრალოს რომ თითქოს ვიტყუებოდით და ვიტყუებით! რაც ეხება გამოძიებას: ჩვენი წამების შესახებ, საქმე ჯერ კიდევ 2010 წელს იყო აღძრული. ჩვენთან მაშინ მოვიდა გამომძიებელი ხუციშვილი, რომელიც ჩემს შვილს ემუქრებოდა, თუ განაცხადებ რომ გცემდნენ და გაწამებდნენ, დაგიმატებ სასჯელს წინააღმდეგობის გაწევისთვისო. ხუციშვილი დღეს ისანი-სამგორის პროკურატურაში მუშაობს, ხუციშვილის გარდა აქ მუშაობს ცნობილი ჯალათი ნეფარიზე, რომელმაც ათობით პოლიტიკური პატიმარი გაასამართლა. ასევე აქ მუშაობს კოდუას „შნირი“ ნოდარ გეგეშიძე. ნეფარიძე კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობს.

ძამაშვილი წერს, რომ თურმე 2017 წლის 28 ივლისს ამოიღეს ჩვენი სისხლის სამართლის საქმე. როგორც დავადგინეთ საქმე ამოიღო ვინმე გიორგი პერანიძემ,  ეს არის ნადარეიშვილის დეპარტამენტის გამომძიებელი. არც სასამართლო დადგენილება არსებობს, არც არაფერი სხვა დოკუმენტი, მოსამართლემ პირანიძეს განცხადების საფუძველზე მისცა საქმის მასალების ორიგინალები. დღეს არავინ იცის სადაა საბუთები.

ასევე სასამართლოდან გამოითხოვეს ოქმი, რომლის თანახმადაც თურმე ჩვენს არ მოგვითხოვია ექსპერტიზის ჩატარება, აღკვეთის ღონისძიების დროს. ამ დროს მოსამართლე იყო ვაჟა ფუხაშვილი, ჩვენ ვამტკიცებთ რომ ფუხაშვილმა გააყალბა ოქმი. ე.ი. 28-ში გამოითხოვეს სისხლის სამართლის საქმე, 2 აგვისტოს ცალკე გამოითხოვეს ოქმი. ისმის კითხვა რატომ არ დევს ეს ოქმი სს საქმეში და დევს ცალკე? რა ხდება? ოქმში უწერიათ რომ თურმე მოსამართლე ფუხაშვილი შეგვეკითხა ვიყავით თუ არა ნაცემი და ჩვენ ვუთხარით რომ არ ვიყავით ნაცემი. არადა, ჩვენ დავუდასტურეთ ნაცემი რომ ვიყავით და მოვითხოვეთ ექსპერტიზა. სხდომას ესწრებოდა ჩვენი ყოფილი ადვოკატი კობა ლურსმანიშვილი (ახლა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრია), გამოიძახონ ლურსმანიშვილი და ჰკითხონ! მიუხედავად იმისა, რომ ლურსმანიშვილმა ჩვენი სახლიდან წაიღო ანტიკვარული მაგიდა, სავარძელი, დედაჩემის ტელევიზორი…

_ ვერ გავიგე.

_ აი, ასე, წაიღო. უფროსმა შვილმა მითხრა კობამ წაიღოო, ამას აუცილებლად მივწერ კობახიძეს და ვნახოთ რას გააკეთებენ. მოკლედ, ეს ადვოკატი მოწმეა იმისა, რომ ჩვენ ვითხოვდით ექსპერტიზას. ასევე გამოითხოვეს ფოტოსურათები და წერენ, რომ ფოტოებზე არა გვაქვს დაზიანებები. საქმე ისაა,  რომ ადვილად მტკიცდება ეს ფოტოები „კაპეზეში“ მიყვანამდე რომ არის გადაღებული, სურათებზე მეც და ჩემი შვილიც გაუპარსავები ვართ. ძამაშვილი ამბობს, რომ ეს სურათები ადასტურებს „კაპეზეში“ რომ არავის ვუცემივართ, არადა „კაპეზეში“ მიყვანილ პატიმარს არავინ უღებს სურათებს! ესეც არ იცის ძამაშვილმა. ციხეში მიყვანისას კი ბატონო…

გამოიძახეს ექთანი, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩემმა შვილმა მას უთხრა ნაცემი ვარო და ექთანი ადასტურებს, რომ ის იყო ნაცემი. ამის შემდეგ დაკითხეს რამდენიმე პირი, ძამაშვილი გაეროსათვის მიწერილ წერილში მათ ინიციალებით მოიხსენიებს. დაკითხული „ინიციალებიდან“ არც ერთი არ ადასტურებს რომ ჩვენ გვიცნობდნენ და არც ვახსოვართ. ვერც ჩვენ ვიხსენებთ ამ „ინიციალებს“. ერთადერთი ვინც „ამოვიცანით“ არის ნ.ა. – ნოდარ ავალეიშვილი. ის ცოტა ხნის წინ შეგვხვდა და გვითხრა, რომ გამოიძახა დავით გრიგოლაშვილმა  და აიძულებდა მიეცა ჯიმშერ ელიზბარაშვილზე ჩვენება, რა კრიმინალურ ქმედებებში შეიძლება მიეღო მას მონაწილეობა. გესმით რა ხდება? კომპრომატებს ეძებენ ჩემზე და ჩემს შვილზე! დაკითხეს ჩვენი მეზობელი, ეთნიკური სომეხი, შვილებიდან ერთი, ბიჭი, ნარკომანი ყავს, გოგო – მეძავი. სამჯერ ჰყავთ დაკითხული, ორჯერ არაფერი უთქვამს ინსულინის შესახებ…

_ ანუ თქვენს ვაჟს დაკავებისას რომ არ გაუკეთეს ინსულინი ამ თემაზე დაკითხეს?

_ დიახ. ორჯერ არაფერი უწერია, მესამედ აძლევს ჩვენებას რომ თითქოს გამომძიებელმა უთხრა ჩემს შვილს აუცილებლად წამოიღე ინსულინი, როცა დაგჭირდება რომ გაიკეთოო. ორი სხვა მეზობელი ადასტურებს რომ მსგავს შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. ანუ, რა ხდება? რატომ „გაახსენდა“ ამ ქალს მრავალი წლის შემდეგ ინსულინის ამბავი, მაშინ როცა, წლების წინ არც ახსენებდა? საქართველომ საქმე წააგო არაადამინური მოპყრობის კუთხით, რომ ჩემს შვილს არ მისცეს ინსულინი და ლამის მოკლეს. დღეს „ესენი“ ყველა ხერხით ცდილობენ დაფარონ „წინამორბედების“ დანაშაული. ექიმი იძახის რომ თურმე „კაპეზეში“ ჩემი შვილი დღეში ორჯერ იკეთებდა ინსულინს. ჩვენ რომ მიგვიყვანეს ინსპექტორმა გელიაშვილმა გაგვჩხრიკა, შედგა ოქმი, სადაც არაა ჩაწერილი რომ გვქონდა ინსულინი, ციხეში რომ მიგვიყვანეს იქაც შედგა ოქმი, არც ამ ოქმში წერია, რომ გვქონდა ინსულინი. მაშ როგორ გვქონდა ინსულინი? რას იკეთებდა ჩემი ვაჟი?

ასევე დაფიქსირებულია, რომ როცა ჩემმა მეორე შვილმა ამანათი მოგვინატა, ინსულინი არ მოუტანია. ჩემი მეორე შვილი არის დამფუძნებელი „დიაბეტიკონის“, გამოშვებული გვაქვს არა ერთი წიგნი-ნაშრომი, ანუ მას არ შეეძლო ინსულინი რომ არ მოეტანა თავისი დიაბეტიანი ძმისთვის, გამოდის არ მიიღეს, ხომ? თუკი ერთ შვილს არ მოუტანია ინსულინი „კაპეზეში“, ციხეში, მეორეს კი არ შეუტანია, მაშინ ისმის კითხვა რას იკეთებდა ჩემი ვაჟი დღეში ორჯერ?

ძამაშვილი წერს, რომ ევროსასამართლოში შემცირდა საჩივრების რაოდენობა და მტკიცებულებად მოჰყავს სტატისტიკა და რომ 95 ადამიანი იყო წამების მსხვერპლად აღიარებული. ჯერ ერთი, ევროსასამართლოში საჩივარი ძალიან ბევრს იმიტომ ვერ შეაქვს რომ ფული არა აქვს, ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, სასამართლო კი 5-6 წელი იხილავს საქმეს, ამასობაში საქართველოში ისევ მოხდება გადატრიალება, მოვა ახალი ხელისუფლება და იქნება ამნისტია. საჩივარი უნდა დაიწეროს ქართულად, გადათარგმნა ჯდება სამი ათასი დოლარი, ვის აქვს ამდენის საშუალება? ადვოკატი ითხოვს 5 ათასს, საიდან უნდა აიღოს 5 ათასი დოლარი პატიმარმა, რომელიც 100 ლარის ქურდობისთვის ზის? საცივარი უცხოელმა ადვოკატმა რომ დაგიწეროს, რამდენიმე ათასია საჭირო. ესეც რომ მოაგვარო, ევროსასამართლოში იჯდა ვინმე გიორგი ბადაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო გაგზავნილი და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საქართველოდან შესული საჩივრები დაეხარვეზებინა.

დიახ, ციხიდან ადვოკატის გარეშე ვინც დაწერა საჩივარი, ერთადერთი ვარ მე. ყველამ იცის რომ საქართველო ევროსასამართლოს 45 გადაწყვეტილებას არ ასრულებს და რა აზრი აქვს იქ საჩივრის შეტანას?

ჩემი და ჩემი ვაჟის გათავისუფლების ცნობის ნომრის მიხედვით ადვილად დასადგენია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ციხესთან შეხება როგორც პატიმარს (სხვადასხვა ვადით), ჰქონდა 719 748 ადამიანს.

_ ნახევარ საქართველოს.

_ დიახ. როგორც იცით არის სსკ 72-ე მუხლი, რომლის თანახმად ვადაზე ადრე გათავისუფლება პატიმარს უწევს ნაკლებად მძიმე დანაშაულის დროს არანაკლებ ნახევარი სასჯელის მოხდის შემდეგ, მძიმეზე – მესამედი, განსაკუთრებით მძიმეზე – სამი მეოთხედი.

ჩვენ სასამართლოს მეშვეობით მოვიპოვეთ სტატისტიკა: სააკაშვილის დროს 2012 წლამდე 9% იყო ვადაზე ადრე გათავისუფგლებული. 2012 წლის იანვრიდან სექტემბრამდე 8%, ივანიშვილი რომ მოვიდა 2 თვის განმავლობაში 31%, 2013 წელს 17%, 2014 წელს – 8%, 2015 წელი- 8%, 2016 წელს 8% და ახლა რამდენიმე თვეში 9%. ანუ განსხვავება არაფერია!

4 წლის განმავლობაში 2017 წლამდე 3 351 ადამიანი იქნა ვადამდე გათავისუფლებული, შეტანილი იყო 51 ათასი განცხადება, ეს ნორმალურია?

ჩვენ მოვიპოვეთ ოქმი N45952/01, რომელსაც ხელს აწერს ალექსანდრე დარახველიძე (რომელიც სუბარმა მიიყვანა სამინისტროში, არის ყოფილი მინისტრის ვაჟი, ტუღუშის დროს მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში და არც ერთ განცხადებას არ ღებულობდა), ის უარს ეუბნება გათავისუფლებაზე პატიმარს, რომელიც უკვე გათავისუფლებული იყო.

_ არც დახედა საბუთს, ასე გამოდის.

_ დიახ. ჩვენ უარი გვითხრეს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე და მოტივად დაასახელეს ფსიქოლოგი. ფსიქოლოგთან გასაუბრება აუცილებელია და გათავისუფლების ერთ-ერთი მოთხოვნაა, მაგრამ ამათი ფქსიქოლოგები აგროვებენ პირად მონაცემებს, რამდენი სახლი გაქვს, რა შემოსავალი და ასე შემდეგ. ჩვენ ასეთ გასაუბრებაზე უარი განვაცხადეთ…  310-ე მუხლში შემოიღეს დამატება, ერთი დამატების მიხედვით თუ არის წამების შესახებ კომიტეტის დადგენილება რომ ადგილი ჰქონდა წამებას განაჩენი უნდა გადაიხედოს. მეორე, თუ არის პროკურორის დადგენილება გამოძიების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ. ჩვენთან 2017 წელს მოვიდა გამომძიებელი გრიგოლაშვილი, რომელსაც 500 გვერდიანი ტექსტი გავუგზავნეთ, სადაც ყველაფერი დეტალურად გვიწერია. არანაირი პასუხი ჯერ არა გვაქვს, 9 თვეზე მეტია გასული.

_ როგორც ცანს ხელისუფლებას „ბუა“ ჭირდება…

_ ასეა, კი. დღეს პროკოფი ჭანკოტაძე, რომელმაც გაასამართლა 20 პოლიტიკური პატიმარი, მუშაობს პროკურატურაში. დავით ხიზანოიძე სამგორი-ისანის პროკურატურაში – გაასამართლა 13 პოლიტიკური, დავით ნაღებაშვილი გურჯაანის პროკურატურაში, მირზა სუბელიანი კადრების სამსახურში სამმართველოში, ვაჟა ფარაზიშვილი კახეთის პროკურატურაში, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი პროკურატურაში, ზვიად ფხაკაძე თბილისის პროკურატურაში, კონსტანტინე ცაცუა შსს-ში, ნათია სონღულაშვილი პროკურატურაში, კობა ნიზაძე გორის პროკურატურაში, ლევან სალია ზუგდიდის პროკურატურაში. ძამაშვილი კი წერს რომ ყველა გათავისუფლებულიაო.

_ გაეროსაც რომ ატყუებენ…

_ დიახ. 200 კაცი ბესელიამ, გვენეტაძემ და სხვებმა პოლიტიკურებად გამოაცხადა. ამათგან დაზარალებულად პროკურატურა არავის სცნობს, საქმეში ხარ მოწმე, მოწმეს კი საქმის მასალების გაცნობის  უფლება არა აქვს და ვერ გაიგებ ვერაფერს რას აკეთებენ. ესაა რეალობა და დღეს გამოდიან, აპროტესტებენ მოლაშვილის მოსამართლე როგორ დაინიშნა უვადოდო. ვინ დანიშნა? მე თუ თქვენ? ახლა ვაგროვებ მასალებს რომელი ჯალათი როდის, სად დაინიშნა და აუცილებლად მოგაწვდით.

www.timer.ge

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის