საზოგადოება
ცხოველთა დამცველები წამების გახშირებული ფაქტების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას ითხოვენ

ცხოველთა დამცველები წამების გახშირებული ფაქტების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას ითხოვენ

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან ცხოველების წამების გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ. ბოლო ფაქტი ნაძალადევის რაიონში მოხდა, სადაც ნაწამები და შემდეგ დანაწევრებული ძაღლის ლეკვი იპოვეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ცხოველთა წამების ფაქტები უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უმკაცრესად დასჯილები.

მათი განცხადებით, ძალიან კარგია მერიის მხრიდან ცხოველთა შეფარება, თუმცა სამწუხაროდ თუ კანონი არ გამკაცრდა ეს იმ ცხოველებს შეღავათს არ აძლევს, ვინც მანიაკების ხელში ვარდებიან.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის