საზოგადოება
"გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან" - ქართული ჩაის საკოლექციო გამოშვება "გურიელისგან"

"გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან" - ქართული ჩაის საკოლექციო გამოშვება "გურიელისგან"

პროექტის მიზანია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, კულტურული მემკვიდრეობის და ჩაის საექსპორტო პოტენციალის წარმოდგენა.

საკოლექციო გამოშვება „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ მოიცავს ჩაის ცხრა სახეობას: მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობ ტრადიციულ შავ და ტრადიციულ მწვანე ჩაის, ერლ გრეის, აყვავებულ ჟასმინს, ალპურ კენკრას და ველურ პიტნა; დაემატა სამი ახალი სახეობა: მინდვრის გვირილა, თოვლის ვარდი და მესხური ჭინჭარი, რომელიც „გურიელი“-ს გამოცდილი სპეციალისტების მიერ შეიქმნა.

ქართული ვერსიის თითოეული სახეობის ჩაის შეფუთვა დამშვენებულია ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით როგორებიც არიან: პეტრე ოცხელი, ფიროსმანი, მიხაი ზიჩი, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჩიქოვანი, გრიგორი გაგარინი, ბორის იოჰანსენი. ერთ-ერთი სახეობა გაფორმდა ცნობილი კინორეჟისორის მიხეილ ჭიაურელის მიერ დახატული შოთა რუსთაველით. გამოყენებულია კვრის მონასტრის ცნობილი ფრესკა, რომელიც ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას მიერ არის გადაღებული.
გამოცემის ინგლისური ვერსია მთლიანად გაფორმდა მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შექმნილი ცნობილი რეპოროდუქციებით.

პრეზენტაციაზე მსულ სტუმრებს წარუდგინეს საკოლექციო გამოშვების ქართული და ინგლისური ვერსიები, უშუალოდ წიგნის ფესტივალის დაწყებისათვის მათ დაემატება გერმანული ვერსია, რომლის გაფორმებაზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.

საყურადღებოა, რომ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან, ქართული წარმოების საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერასთან ერთად, პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხელოვნების სასახლის, როგორც სახელმწიფო კულტურული ინსტიტუტის დახმარება. სწორედ ამიტომ, საკოლექციო გამოშვების „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ ჩაის სახეობების რეალიზაციიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ხელოვნების სასახლეს ქველმოქმედების სახით ჩაერიცხება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის