სხვადასხვა
სალონიკში, მეტროს გაყვანისას, უძველესი ქალაქი და 300 000-მდე ისტორიული ნივთი აღმოაჩინეს (ფოტო)

სალონიკში, მეტროს გაყვანისას, უძველესი ქალაქი და 300 000-მდე ისტორიული ნივთი აღმოაჩინეს (ფოტო)

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მეტროს გაყვანა 2006 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მიზეზი 300 000-მდე არქეოლოგიური ნივთია, რომელსაც მშენებლები თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან.

მეტროს მშენებლებმა აღმოაჩინეს მაკედონიელი მეფე კასანდრის ეპოქის (316 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) უძველესი ქალაქი, რომის ბატონობის პერიოდის სასაფლაო, უამრავი არტეფაქტი, აფროდიტეს ქანდაკება, ძვირფასი ნივთები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნები და სხვა მრავალი არტეფაქტი, რომელიც ანტიკური საბერძნეთის მაღალი კულტურისა და განვითარების დონის კიდევ ერთი დადასტურებაა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის