სხვადასხვა
ყოველი მერვე ქალი საფრანგეთში გაუპატიურებულია - კვლევის შედეგები

ყოველი მერვე ქალი საფრანგეთში გაუპატიურებულია - კვლევის შედეგები

საფრანგეთის ანალიტიკური ცენტრის "ჟან ჟორესის ფონდის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ოთხი მილიონი ფრანგი ქალი, ანუ მდედრობითი სქესის მოსახლეობის 12% გაუპატიურებულია.

"ყოველი მერვე ქალი საფრანგეთში ერთხელ მაინც გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, ძალიან ბევრია ისეთებიც, რომლებმაც ეს საშინელება რამდენჯერმე გადაიტანეს," - ნათქვამია დასკვნაში.

იმ ქალებს, რომლებსაც საკუთარი ისტორიის შესახებ საუბარი სურდათ შეეძლოთ გამოეყენებინათ ჰაშტეგი #balancetonporc ("მოყევი ღორის შესახებ").

აქვე აღნიშნულია, რომ ფრანგი ქალების 58% უხამსი წინადადება მიუღიათ მამაკაცებისაგან, ხოლო 48%-ს მამაკაცები, მათი თანხმობის გარეშე, ინტიმურ ადგილებზე შეხებიან.

ამ დროს, სწორედ ასმა ცნობილმა ფრანგმა ქალმა მოაწერა ხელი წერილს, რომელიც კამპანია #MeToo-სა და #Time'sup-ს აკრიტიკებდა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის