ეკონომიკა
გოჩა ენუქიძე: ეს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გააღრმავებს მეწარმეების ნდობას სახელმწიფოს მიმართ

გოჩა ენუქიძე: ეს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გააღრმავებს მეწარმეების ნდობას სახელმწიფოს მიმართ

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს ინიციატივები საგადასახადო სფეროში კერძო სექტორისთვის საგრძნობი პრეფერენციების მინიჭების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები შეეხება 120 ათასზე მეტ მეწარმეს, რაც დადებითად აისახება, როგორც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე, ისე ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. სახელმწიფომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, რაც მხოლოდ პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გააღრმავებს მეწარმეების ნდობას სახელმწიფოს მიმართ. მსგავსი ინიციატივები, აუცილებლად გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის წილს ქართულ ეკონომიკაში,“-აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის