პოლიტიკა
ბახტაძე: წარმოვადგინეთ ციფრები, ჩანს რომ წლის დასაწყისში გატარებული რეფორმები წარმატებულია

ბახტაძე: წარმოვადგინეთ ციფრები, ჩანს რომ წლის დასაწყისში გატარებული რეფორმები წარმატებულია

"2018 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კაპიტალური ხარჯები" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა, 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

"2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის დაბალანსებული. ჩვენ წარმოვადგინეთ ციფრები, რომლის მიხედვითაც ნათლად ჩანს რომ ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გატარდა მიმდინარე წლის დასაწყისში არის წარმატებული. ჩვენ გაგვეზარდა საგადასახადო ბაზა, მოხდა მსხვილი თანხების რეგისტრირება ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე საბიუჯეტო ნაწილში მივიღეთ დამატებითი შემოსავლები. ჩვენ ეს ტრენდი ავსახეთ 2018 წლის ბიუჯეტშიც. მ

ნიშვნელოვნად არის გაზრდილი კაპიტალური ხარჯები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ის პარამეტრები, რომლებიც არის წარმოდეგნილი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შესრულების დროს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხავზე, რამდენად იქნება კომუნიკაციაში პარლამენტთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან, ბახტაძე ამბობს რომ კომუნიკაციაში იქნება ნებისმეირ ჯგუფთან და სამინისტრო იქნება მაქსიმალურად გახსნილი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის