საზოგადოება
გვარამია: საქართველომ მოსთხოვა უკრაინის ხელისუფლებას, რომ სააკაშვილს გაცვლიან გია ყარამანიშვილზე

გვარამია: საქართველომ მოსთხოვა უკრაინის ხელისუფლებას, რომ სააკაშვილს გაცვლიან გია ყარამანიშვილზე

ჩვენ მივიღებთ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში და თქვენ ზეწოლა მოახდინეთ "რუსთავი 2"-ის მფლობელზე გია ყარამანიშვილზე, რომ მან დათმოს ტელეკომპანია, - ასეთი სახის გარიგება შესთავაზა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებას.

"მოგეხსენებათ "რუსთავი 2"-ის მფლობელი გია ყარამანიშვილი არის უკრაინის იურისდიქციის ქვეშ და მათ პირდაპირ მოსთხოვეს უკრაინის ხელისუფლებას, რომ სააკაშვილს გაცვლიან გია ყარამანიშვილზე ზეწოლაში, რუსთავი2-ის დასათმობად,
მიუხედავდ იმისა, რომ ჩემსა და გიას შორის გაუგებრობები იყო ბოლო პერიოდში, ნამდვილად არ მგონია, რომ გია ამაზე წამსვლელია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ხელისუფლება მისთვის ამ პრობლემის შემქმნელი იყო და ამისთვის მზად იყო.
რას ვიღებდით სანაცვლოდ? ვიღებდით ქართული ოპოზიციის ლიდერს, ერთმნიშვნელოვნად ქართული ოპოზიციის მთავარ ლიდერს ქართულ ციხეში და ვიღებდით, ერთმნიშვნელოვნად ქართული ოპოზიციური აზრის მთავარ ლიდერს დახურულს, ამას ვიღებდით ერთდროულად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემა "არჩევანში".

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის