მსოფლიო
35-წლიანი აკრძალვის შემდეგ, 2018 წლიდან საუდის არაბეთში კინოთეატრები ამოქმედდება

35-წლიანი აკრძალვის შემდეგ, 2018 წლიდან საუდის არაბეთში კინოთეატრები ამოქმედდება

საუდის არაბეთის ხელისუფლება ქვეყანაში კინოთეატრების ფუნქციონირების აკრძალვას, რომელიც უკვე 35 წელიწადია, რაც მოქმედებს, მოხსნის.

ორშაბათს მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელიც აუდიოვიზუალური მედიის გენერალური კომისიისთვის ლიცენზიების გაცემას ითვალისწინებს, აგრეთვე კომერციული ოპერატორებისთვისაც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კინოთეატრები 2018 წლის მარტში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრი ავად ალავადი აცხადებს. მისი თქმით, ეს ეკონომიკისა და კულტურის სფეროში გარდამტეხი მომენტია.

"კინოთეატრების გახსნა ეკონომიკის ზრდისა და დივერსიფიკაციისათვის კატალიზატორი იქნება", - აცხადებს მინისტრი. კინოთეატრები საუდის არაბეთში 1980 წელს აიკრძალა, მას მერე რაც ქვეყენაში ისლამური აკრძალვები გამკაცრდა.

მინისტრმა თავის განცხადებაში აგრეთვე აღნიშნა, რომ კინოთეატრების გახსნა პრინც მუჰამედ იბნ სალმანის სოციალურ და ეკონომიკური რეფორმების ნაწილს წარმოადგენს.

საუდის არაბეთში ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით 300 კინოთეატრი ჯამში 2000 კინო დარბაზით გაიხსნება, რაც ქვეყნის ეკონომიკას 24 მილიარდ აშშ დოლარს მოუტანს და 30 000 სამუშაო ადგილს შექმნის.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის