სამართალი
ბურჭულაძე პროკურატურაში არ გამოცხადდება

ბურჭულაძე პროკურატურაში არ გამოცხადდება

პაატა ბურჭულაძე ფონდ “იავნანადან” თანხების გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით, მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს. ბურჭულაძე ხვალ პროკურატურაში არ გამოცხადდება.

მისი ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განმარტებით, ბურჭულაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო, საქართველოში ჩამოსვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

„ბატონი პაატა მზად არის მისცეს ჩვენება, ოღონდ ამ ჩვენებას მისცემს სასამართლოში. ინფორმირებულია პროკურატურა ამის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რომელ დღეს მისცემს სასამართლოში ჩვენებას, ეს უკვე არის შეთანხმების საგანი და რამდენიმე დღეში ეს შეთანხმებაც მოხდება. რასაკვირველია, არის თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანოსთან, ოღონდ ეს არის სასამართლოს გზით,“ – განმარტა სოსო ბარათაშვილმა.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის