ეკონომიკა
Wizz Air-ი ქუთაისიდან რიგის მიმართულებითაც იწყებს რეისებს

Wizz Air-ი ქუთაისიდან რიგის მიმართულებითაც იწყებს რეისებს


ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან ახალ მარშრუტს ამატებს. კომპანია რიგის (ლატვია) მიმართულებით, 25 მარტიდან ფრენას კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას განახორციელებს. ახალი მიმართულება, რომელიც უნიკალურია ღირსშესანიშნავი ადგილებითა თუ მდიდარი კულტურით და იდეალურია სადღესასწაულო დასვენებისთვის, 2018 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია wizzair.com-ზე, ფასი კი 52,99 ლარიდან/ 19,99 ევროდან იწყება.

რიგა ბალტიის უდიდესი მეტროპოლიტია - ჩრდილოეთ ევროპის გული, რომელიც სავსეა მომხიბლავი პარკებითა თუ ტრადიციული რესტორნებით; ცნობილია როგორც ღირსშესანიშნავი ადგილებით, ასევე სპეციფიური ცენტრალური ბაზრითა და თავისუფლების ქანდაკებით. თავისთავად განსაკუთრებულია მისი მემკვიდრეობა და კულტურა: ბალტიისპირეთის რეგიონმა მოახერხა და შეინარჩუნა შუა საუკუნეების ატმოსფერო თავისი გადატვირთული ქუჩებით, ვიწრო გადასასვლელებითა და რელიგიური ეკლესიებით, რომლებიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია.

WIZZ AIR-ის ახალი მიმართულება ქუთაისიდან

მიმართულება

ფრენის დღეები

დაწყების თარიღი

ფასები -დან*

რიგა, ლატვია

ოთხშაბათი, კვირა

25 მარტი, 2018

GEL 52.99 / EUR 19.99

წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის