პოლიტიკა
პრემიერი: თუ გია გაჩეჩილაძის ნათქვამი სასამართლოზე დადასტურდება, თანამდებობას დავტოვებ

პრემიერი: თუ გია გაჩეჩილაძის ნათქვამი სასამართლოზე დადასტურდება, თანამდებობას დავტოვებ

გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, – ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის („გრეჩიხა“) ბრალდებებს.

მისივე თქმით, ტენდერის ჩატარებისას, რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.

“დაწვრილებით გავეცანი მის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა და სამწუხაროდ, მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები”,- აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის