საზოგადოება
ფონიჭალის კერძო დასახლებებში წყალარინების ახალი ქსელები მოეწყო

ფონიჭალის კერძო დასახლებებში წყალარინების ახალი ქსელები მოეწყო

ფონიჭალის კერძო დასახლებებში, წყალარინების ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში შექმნილი პრობლემები გადაიჭრება.

კრწანისის გამგეობის ძალისხმევითა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) შესრულებით, ზემო და ქვემო ფონიჭალის იმ ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არსებობდა, როგორც წყალარინების ს მშენებლობა, ასევე, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია კომპლექსურად განხორციელდა.

სამუშაოები ჟორდანიას, ღოღობერიძის, ვაგზლისა და ევსტათე მცხეთელის ქუჩებზე ჩატარდა. ქსელის მოწყობა, უახლოეს დროში, ლომინაძის ქუჩაზეც დაიწყება. აღნიშნულ ქუჩებზე მოსახლეობა ათეულობით წელია მსგავსი კომუნიკაციების გარეშე ცხოვრობდა.

წყალარინების ს მშენებლობას წინ უძღოდა გამგეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - 1 225 მეტრის სიგრძის სანიღვრე კოლექტორი, რომელიც ზემო ფონიჭალაში, ჟორდანიას ქუჩიდან ქვემო ფონიჭალაში მდინარე მტკვრამდე მოეწყო. კოლექტორის მშენებლობის შედეგად, წლების განმავლობაში არსებული დაჭაობებული ტერიტორიები გაიწმინდა.


2018 წლის განმავლობაში, ფონიჭალის კერძო დასახლებებში, წყალარინების სისტემით ყველა ოჯახი ისარგებლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის