საზოგადოება
ჰერმანი: სოფლის მეურნეობაში ქალების ჩართულობაზე კონცენტრირებულ ეტაპს დავიწყებთ

ჰერმანი: სოფლის მეურნეობაში ქალების ჩართულობაზე კონცენტრირებულ ეტაპს დავიწყებთ

"უახლოეს მომავალში ვიწყებთ პროგრამის მესამე ეტაპს, რომელიც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასთან ერთად სამუშაო ადგილების შექმნასა და ქალების ჩართულობაზე იქნება კონცენტრირებული", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოს იანოშ ჰერმანი აცხადებს.

"სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა 2014 წელს დავიწყეთ ტექნიკური დახმარებით და სოფლის მეურნეობის კოოპერატივების განვითარების დაფინანსებით. სოფლის მოსახლეობის მესამედმა ამ პროგრამიდან სარგებელი ნახა. 2016 წლიდან ვმუშაობთ პროექტის მეორე ეტაპზე, რომელიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას გულისხმობს, არამედ საკვების უსაფრთხოებასა და სტანდარტებზეა ორიენტირებული. ეს გახდა საქართველოს პასუხი იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იძლევა.

უახლოეს მომავალში ვიწყებთ პროგრამის მესამე ეტაპს, რომელიც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასთან ერთად სამუშაო ადგილების შექმნასა და ქალების ჩართულობაზე იქნება კონცენტრირებული.

როდესაც ვსაუბრობთ მხარდაჭერაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თანხები. ამ პროგრამაზე გამოყოფილია 180 მილიონი ევრო და არ მგონია მოიძებნოს ევროკავშირის მხარდაჭერის სხვა პროექტი, რომელიც ამხელა დაფინანსებას მოიცავს. ჩვენთვის ეს შესაძლებლობა და აგრეთვე პასუხისმგებლობაა", - აცხადებს იანოშ ჰერმანი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის