საზოგადოება
მეტროს მატარებლები პიკის საათებში 2,5 წუთში ერთხელ ივლიან

მეტროს მატარებლები პიკის საათებში 2,5 წუთში ერთხელ ივლიან

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირება 2,5 წუთამდე იგეგმება.

„მთავარი სიკეთეები, რაც იქნება, ეს არის მეტროს მიმართულებით მოდერნიზაცია-კაპიტალურიშეკეთება, იმ მიზნით, რომ მოხდეს ინტერვალის შემცირება, რათა მეტი მგზავრის გადაყვანა მოხდეს. მეტროს აქვს რესურსი, რომ 450 000-მდე მგზავრო გადაიყვანოს დღის განმავლობაში. ასევე, ავტობუსების მიმართულებით. დღესაც რამდენიმე ხაზი გაიხსნა დედაქალაქში. ჩვენ ამ მიმართულებით ვივლით, რომ ადვილად გადაადგილებადი საშუალებები გაჩნდეს მოქალაქეებისთვის და რეალურად, ეს თანხები დაიხარჯება იმისთვის, რომ კომფორტზე ვიზრუნოთ.

ასევე, ის პროექტები, რომელიც უკავშირდება მოძრაობის ორგანიზებას, ქუჩების მოწყობას. მთავარი სიკეთე, რაც იქნება მოსახლეობისთვის, ეს არის მეტროს ინტერვალის შემცირება 2,5 წუთამდე ნახევრამდე. ჩვენ ეს რომ შევძლოთ, ვაგონებს დასჭირდება კაპიტალური რემონტი, ვაგონების დამატება იქნება საჭირო ხაზებზე და ავტობუსების კუთხით იქნება გასათვალსწინებელი თანხები, რომ გარკვეულ უბნებზე, სადაც ინტერვალი დიდია, ეს ინტერვალი შევამციროთ და ავტობუსები დავამატოთ“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში ტრანსპორტის მიმართულებით 100 მლნ ლარის ღირებულების პროექტებია გათვალისწინებული.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის