სხვადასხვა
რომელი მოვლენა, ადამიანი, ნივთი და გარდაცვალება იყო ყველაზე პოპულარული Google-ში 2017 წელს

რომელი მოვლენა, ადამიანი, ნივთი და გარდაცვალება იყო ყველაზე პოპულარული Google-ში 2017 წელს

კომპანია Google-მა 2017 წლის ყველაზე პოპულარული თემების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც საძიებო სისტემის ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც აღმოჩნდა, თემა, რომელსაც გუგლის მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებდნენ ქარიშხალი „ირმაა“, მეორე ადგილზეა iPhone 8, მესამეზე iPhone X, მეოთხეზე მეთ ლაუერი, რომელიც NBC-დან სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო გაუშვეს, ხოლო ხუთეულს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრი, პრინცი ჰარის საცოლე მეგან მარკლი ასრულებს.

რაც შეეხება კონკრეტულად ყველაზე ხშირად მოძებნილ პიროვნებებს, აქ პირველ ადგილზე მეთ ლაუერია, მეორეზე მეგან მარკლი, მესამეზე ნადია ტოფა, იტალიელი ტელეწამყვანი, რომელმაც ბირთვული დაბინძურების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც არასწორი გამოდგა, მეოთხეზე გავიდა სექსუალურ სკანდალებში დადანაშაულებული ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, მეხუთე ადგილს კი ოსკაროსანი მსახიობი, ასევე სექსუალურ სკანდალებში დადანაშაულებული კევინ სპეისი იკავებს.

გლობალურ ნიუსებში პირველ ადგილზე ქარიშხალი ირმაა, მეორეზე ბიტკოინი, მესამეზე სროლა ლას ვეგასში, მეოთხეზე ჩრდილოეთ კორეა, ხოლო მეხუთეზე მზის დაბნელება.

ყველაზე ხშირად მოძებნილი მსახიობების ხუთეული კი ასე გამოიყურება: მეგან მარკლი, კევინ სპეისი, გალ გადოტი. ლუი სი კეი და ბილ სკარსგარდი.

სამომხმარებლო სფეროში ყველაზე ხშირად ეძებდნენ iPhone 8, iPhone X, Nintendo Switch, Samsung Galaxy S8, Xbox One X

არჩევნებს შორის ყველაზე პოპულარული არჩევნები გუგლში საფრანგეთის არჩევნები გამოდგა, შემდეგ მოდის გერმანიის ფედერალური არჩევნები, დიდი ბრიტანეთის არჩევნები, ინდოეთის ჩრდილოეთ შტატის უტარ პრადეშში ჩატარებული არჩევნები და აშშ-ის ჯორჯიის შტატში ჩატარებული სპეციალური არჩევნები.

სპორტულ მოვლენებს შორის პირველ ადგილზე უილმბდონია, მეორეზე სუპერ ბოული, მესამეზე მეივეზერისა და მაკგრეგორის ბრძოლა, მეოთხეზე ტურ დე ფრანსი, მეხუთეზე კი ბეისბოლის მსოფლიო სერია.

მუსიკოსებისა და ბენდების ხუთეული ასე გამოიყურება: არიანა გრანდე, ლინკინ პარკი, ლედი გაგა, მერაია ქერი, ედ შირანი.

ფილმების ხუთეული: IT, Wonder Woman, Beauty and the Beast, Logan, Justice League
სატელევიზიო შოუების ხუთეული: Stranger Things, 13 Reasons Why, Big Brother Brasil, Game of Thrones, Iron Fist
სიმღერები Despacito, Shape of You, Perfect, Havana, Look What You Made Me Do

გარდაცვალებები, რომელიც საძიებო სისტემის ყურადღების ცენტრში მოექცა, პირველ ადგილზე ტომ პეტია, მეორეზე ჩესტერ ბენინგტონი, მესამე ადგილზე კრის კორნელი, მეოთხეზე ბილ პაქსტონი, მეხუთეზე კი ჰიუ ჰეფნერი.

როგორც აღმოჩნდა კულინარიულ რეცეპტებს შორის გუგლში ყველაზე ხშირად ქათმის ფილეს მომზადების რეცეპტს ეძებდნენ, მეორე ადგილზე ძროხის ხორცის მომზადების რეცეპტია, მესამეზე თურქული პურის Poğaça tarifi-ის, მეოთხეზე ფრანგული ტოსტის, მეხუთეზე კი ნამცხვრის Kek tarifi-ს.

ყველაზე პოპულარული ძებნა სიტყვაზე „როგორ“

1. როგორ გავხდე
2. როგორ გავაკეთო სათვალეები მზის დაბნელებისთვის
3. როგორ ვიყიდო ბიტკოინი
4. როგორ ვუყურო მაივეზერ vs მაკგრეგორის ბრძოლას
5. როგორ გავაკეთო სპინერი

პოპულარული მემეების ხუთეული კი ასეთია:

1. Cash Me Outside Meme
2. United Airlines Meme
3. Elf on the Shelf Meme
4. What in Tarnation Meme
5. Spongebob Mocking Meme

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის