სპორტი
კანი მიიჩნევს, რომ ბაიერნი ბუნდესლიგას დატოვებს

კანი მიიჩნევს, რომ ბაიერნი ბუნდესლიგას დატოვებს

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი და გოლკიპერი, ლეგენდარული ოლივერ კანი, მიიჩნევს, რომ ევროპის წამყვანი კლუბებისთვის ცალკე ჩემპიონატი უნდა გაკეთდეს. "რეკორდმაისტერი" გერმანიაში უკვე 5 წელია დომინირებს და მიმდინარე სეზონშიც გამოკვეთილი ფავორიტია. "ბაიერნი" ზამთრის ჩემპიონი გახდა და უახლოეს მდევარ "ლაიფციგს" 9 ქულით უსწრებს. "გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ბუნდესლიგაში არანაირი კონკურენცია არ აქვს. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ევროპის წამყვანი გუნდები ერთ ლიგაში ითამაშებენ", - ციტირებს "ტიტანის" სიტყვებს საერთაშორისო გამოცემა "Goal.com".
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის