სპორტი
სასუოლომ ბერარდის რომაში შესაძლო გადასვლა უარყო

სასუოლომ ბერარდის რომაში შესაძლო გადასვლა უარყო

"სასუოლოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოვანი კარნევალიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდამსხმელმა, დომენიკო ბერარდიმ შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს. კარნევალის თქმით, მის კლუბს ფორვარდის თაობაზე წინადადება არ მიუღია. აქამდე არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელის შეძენით "რომაა" დაინტერესებული. ვარაუდობდნენ, რომ რომაელები მზად არიან 23 წლის იტალიელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. "სასუოლოს" ბერარდის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება არ მიუღია", - ციტირებს კარნევალის სიტყვებს Football Italia. "ზამთარში არავის გაყიდვას არ ვაპირებთ. "რომაში" გადასვლაც დიდი რისკი იქნებოდა მისთვის". ამ სეზონში ბერარდის "სასუოლოს" რიგებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული, ორი გოლი გატანილი და ორი საგოლე პასიც გაკეთებული.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის