სპორტი
ელ კლასიკოს მარტინესი განსჯის

ელ კლასიკოს მარტინესი განსჯის

მოახლოებულ ელ კლასიკოში 34 წლის ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იმსაჯებს.

ახალგაზრდა არბიტრი გამორჩეულ ესპანურ დაპირისპირებას მეორედ გაუძღვება. მარტინესი 2017 წლის სუპერ თასის განმეორებითი მატჩის მთავარი მსაჯი გახლდათ და ამ თამაშში “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონა” 2:0 დაამარცხა.

მარტინესი ლა ლიგაში 2015 წლიდან მსაჯობს, ხოლო 2017 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია. მან მიმდინარე ლა ლიგაში 8-ჯერ იმსაჯა და აქედან ერთმა “რეალის” მონაწილეობით ჩაიარა: “სამეფო კლუბმა” შინ “ლას პალმასს” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ “რეალის” და “ბარსელონას” დაპირისპირება 23 დეკემბერს გაიმართება.

წყარო: worldsport.ge
გუშინ კვირის თვის