საზოგადოება
ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებებია

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებებია

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები შეფერხებით განხორციელდა. როგორც "აიპრესს" აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეფერხდა ლონდონი-თბილისისა და აქტაუ-თბილისის რეისი.

„ორი რეისი შეფერხდა, ლონდონისა და აქტაუს. აქტაუ-თბილისის რეისი ერევანში გაფრინდა, ხოლო ლონდონი-თბილისის ქუთაისის აეროპორტში. თვითმფრინავები სათადარიგო აეროდრომებზე დასხდნენ, შემდეგ ორივე გამოფრინდა, როდესაც აეროპორტმა მიღება დაიწყო.

10:07 საათზე მოფრინდა აქტაუ-თბილისის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი აეროპორტში, ხოლო ლონდონი-თბილისის 10: 15 წუთზე. ლონდონი-თბილისის რეისი უნდა მოფრენილიყო 6 საათსა და 40 წუთზე და 10:15 წუთზე დაჯდა.

აქტაუ-თბილისი უნდა დამჯდარიყო 23:00 საათსა და 50 წუთზე. სხვა რეისებთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა“,-განმარტავენ აეროპორტის ადმინისტრაციაში.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის