სპორტი
ჰუმელსი: "ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალიდან იწყება"

ჰუმელსი: "ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალიდან იწყება"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, მიიჩნევს, რომ მისი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე რეალური ბრძოლა მხოლოდ 1/2 ფინალური ეტაპიდან დაიწყება. "ჩემპიონთა ლიგის მოგება? ახლა ძალიან კარგი შანსები გვაქვს. ჩემთვის ნიშნული ყოველთვის ნახევარფინალური ეტაპია, შემდეგ კი უკვე ძალიან ბევრ პატარა დეტალს ენიჭება დიდი მნიშვნელობა. ვფიქრობ, "ბეშიქთაში" რთული მეტოქეა, მაგრამ მაინც ფავორიტები ვართ. თუ მომდევნო ეტაპზე გავალთ, კენჭისყრის დროს იღბალი კვლავ ფაქტორი იქნება, მაგრამ ნახევარფინალში უკვე მხოლოდ უძლიერესი გუნდები რჩებიან", - აღნიშნა 29 წლის გერმანელმა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენური კლუბი თურქულ "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდება. გასულ სეზონში "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალურ ეტაპზე, მადრიდის "რეალთან" მარცხის შედეგად, დატოვა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის