სპორტი
ჰოჯსონი: "ვენგერი მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებს"

ჰოჯსონი: "ვენგერი მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებს"

"კრისტალ პალასის" მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა ფეხბურთის განვითარებაში "არსენალის" თავკაცის, არსენ ვენგერის მიერ შეტანილ წვლილს უმაღლესი შეფასება მისცა. "ვფიქრობ, არიან ისეთი მწვრთნელები, როგორიც არსენია, რომლებიც მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებენ იმისათვის, რაც მათ ფეხბურთისთვის გააკეთეს. ვენგერმა არამხოლოდ ინგლისური ფეხბურთისთვის, არამედ მთლიანობაში თამაშისთვისაც ბევრი გაააკეთა". "იგი თითქმის ყველაფერში რეკორდსმენია. ჩემი წლების ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ალექს ფერგიუსონს უთხრას: "შენს კატეგორიაში ვარ". "ვენგერი ბევრჯერ გააკრიტიკეს, მაგრამ მან შეიძლება მომავალი 50 შეხვედრა წააგოს, ეს კი, რა თქმა უნდა, მისდამი, როგორც მწვრთნელისადმი და ადამიანისადმი ჩემს პატივისცემას არ შეცვლიდა. ვენგერს "არსენალში" გაწეული სამუშაოსთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ", - თქვა სპეციალისტმა Evening Standard-თან საუბრისას.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის