სპორტი
მარტინესმა ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა

მარტინესმა ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველისთვის, ხავი მარტინესისთვის, ბრემენის "ვერდერთან დღევანდელი მატჩი საიუბილეო გამოდგა. გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურში "რეკორდმაისტერმა" შინ ბრემენული კლუბი 4:2 დაამარცხა, 29 წლის ესპანელმა კი ბუნდესლიგაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა. ხავიმ მინდორზე 58 წუთი დაჰყო და გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში გამართული 100 თამაშიდან უკვე 85 მატჩი მოიგო, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია. ხავი მარტინესი მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის