სპორტი
კვალიარელამ კარიერული რეკორდი დაამყარა

კვალიარელამ კარიერული რეკორდი დაამყარა

34 წლის ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი, ფაბიო კვალიარელა, კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურში გენუურმა კლუბმა შინ "ფიორენტინა" 3:1 დაამარცხა და სამივე გოლი ფაბიომ გაიტანა. ამ ჰეთ-თრიქის შედეგად კვალიარელას სერია ა-ს მიმდინარე სეზონში უკვე 15 გოლი დაუგროვდა, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე ფაბიო კვალიარელასთვის იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი სეზონში 13 ბურთი იყო. მსგავს შედეგს მან 2006/07, 2008/09 და 2014/15 წლების სეზონებში მიაღწია.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის