მსოფლიო
ქსენია სობჩაკმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 100 000 ხელმოწერა მოაგროვა

ქსენია სობჩაკმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 100 000 ხელმოწერა მოაგროვა

ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 100 000 ხელმოწერა მოაგროვა. ამის შესახებ Rbc-ს მისი რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელმა თიმურ ვალეევმა განუცხადა.

სწორედ ამომრჩეველთა ხმების ეს რაოდენობაა საჭირო იმისთვის, რომ სობჩაკმა პარტიიდან „სამოქალაქო ინიციატივები“ კენჭი იყაროს.

სობჩაკი 30 იანვარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მონაცემების გადამოწმებას გეგმავს.

გასული წლის 21 დეკემბერს, ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირველად უკრაინას ეწვევა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები არალეგიტიმურია.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს, ყირიმის უკანონო ანექსიის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება. სობჩაკის გარდა, არჩევნებში მონაწილეობას ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და რამდენიმე სხვა პოლიტიკოსი გეგმავს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის