საზოგადოება
#თუთასთვის: "სასწაული ხდება თუთას გარშემო, სამშაბათს გერმანიაში გაფრინდება სამკურნალოდ..."

#თუთასთვის: "სასწაული ხდება თუთას გარშემო, სამშაბათს გერმანიაში გაფრინდება სამკურნალოდ..."

პატარა თუთა, რომელსაც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და რომლის გარშემოც მთელი საზოგადოება გაერთიანდა, სამშაბათს გერმანიაში გაფრინდება სამკურნალოდ. ამის შესახებ თუთას დედა ანკა ბერიშვილი წერს.


“თქვენი თანადგომით დღეს გერმანიის კლინიკაში გადაირიცხა სამკურნალო თანხის ნაწილი!! თქვენი ერთიანობით შევძელით ის რომ პატარა თუთიკო სამშაბათს 5:00am გაფრინდება სამკურნალოდ!!!თქვენი თანადგომით თუთას ცხოვრების ახალი შანსი ეძლევა და ეს სულ ყველას დამსახურებაა მადლობა უფასური გახდა იმ ძალისხმევისთვის რაც თქვენ თუთასთვის გაიღეთ! მეგობრებო ყველას უკლებლივ კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას რათა შევძლოთ მეორე ნაწილის შეგროვება რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს ჩვენთან იდექით ბოლომდე.თქვენ რომ არა ვერაფერი ვერ გამოვიდოდა! ერთად ყველაფერს შევძლებთ სასწაული ხდება თუთას გარშემო უღრმესი მადლობა!!!!!!” - ანკა ბერიშვილი.


1 წლისა და 6 თვის თუთას დასახმარებლად გახსნილია საქველმოქმედო სატელეფონო ნომერი:

ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებისთვის: 0901701082

ასევე შეგიძლიათ გადარიცხოთ ბანკით.

მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი" ბანკის კოდი: BAGAGE22;
გაგარინის ქ.29ა, თბილისი 0160, საქართველო.
მიმღების დასახელება: ააიპ We Help(ვი ჰელფ)
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE56BG0000000352481700 დანიშნულება: თუთასთვის

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თუთას საიტზე გადარიცხვით - http://wehelp.ge

#თუთასთვის გახსნილია ასევე საიტი:
http://tutastvis.com/

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის