პოლიტიკა
„რღვევის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ეს არის იმ პოლიტიკური ტრადიციის გაგრძელება, რაც ჩამოყალიბდა“

„რღვევის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ეს არის იმ პოლიტიკური ტრადიციის გაგრძელება, რაც ჩამოყალიბდა“

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - მმართველი პოლიტიკური გუნდი საქართველოს პარლამენტში 115 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ამის მიუხედავად „ქართული ოცნება“ არ არის კლასიკური პოლიტიკური ორგანიზაცია. ის არის სხვადასხვა ინტერესთა თუ გავლენათა ჯგუფების გამაერთიანებელი პოლიტიკური სტრუქტურა, რაც ნათლად გამოჩნდა ფრაქციების დაყოფის თვალსაზრისითაც, როდესაც უმრავლესობის შიგნით შეიქმნა დამატებითი ფრაქციები: „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“.უმრავლესობის შიგნით ორი ფრაქციის შექმნას მმართველი გუნდი დემოკრატიულ პროცესად აფასებს და კატეგორიულად გამორიცხავს გუნდის შიგნით დაპირისპირებასა და შეუთანხმებლობას. პარლამეტის კულუარებში არსებული ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი“ შესაძლოა, მმართველ გუნდში დაპირისპირების საგანი გახდეს. როგორც ცნობილია პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო.საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ცვლილებების მიღებით კიდევ უფრო მეტად შეფერხდება დემოკრატიის განვითარების საკითხი. უმცირესობასთან ერთად, კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცებას მხარს არ უჭერს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ გუნდის შიგნით ეს ჯანსაღ პროცესად აღვიქვათ. მისი თქმით, „როდესაც ადამაინები საკუთარ პოზიციას საკუთრი ხედვის საფუძველზე აყალიბებენ... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის