მსოფლიო
დოლორეს ო’რიორდანის დაკრძალვას ასობით ადამიანი დაესწრო

დოლორეს ო’რიორდანის დაკრძალვას ასობით ადამიანი დაესწრო

ჯგუფ Cranberries-ის ვოკალისტის დოლორეს ო’რიორდანის დაკრძალვას ასობით ადამიანი დაესწრო. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

დაკრძალვის ცერემონია მომღერლის სამშობლოში, ირლანდიაში შედგა. პანაშვიდი წმინდა ელვეს ტაძარში აღავლინეს.

მომღერლის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მისი ნათესავები, ირლანდიის პრეზიდენტი მაილ ჰიგინსი და სხვა ცნობილი მოღვაწეები ესწრებოდნენ.

მომღერლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი 15 იანვარს გახდა. იგი სასტუმროს ოთახში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ დადასტურდა, რომ მომღერალი გარდაცვლილი იყო. პოლიციამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს.

იგი 46 წლის იყო. მომღერლის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის