სპორტი
17 წლამდელების მორიგი გამარჯვება

17 წლამდელების მორიგი გამარჯვება

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე მეორე შეხვედრაც მოიგო - ამჯერად 3:0 მოლდოვასთან. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გიორგი ნემსაძის გუნდმა ყაზახეთი 3:2 დაამარცხა. მოლდოვასთან გოლებით ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია (ორჯერ) გამოირჩნენ. 17-წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, შვარცი, კვარაცხელია, დავითაშვილი, იაკობიძე, გულიაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: კალანდაძე, დეკანოსიძე, გაგუა, ბაქრაძე, ჩოთალიშვილი, ჭავჭანიძე, ჩიხრაძე. მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 25 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. GFF
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის