სპორტი
ხოჭოლავა: "რომასთან მატჩს ყველანი მოუთმენლად ველით"

ხოჭოლავა: "რომასთან მატჩს ყველანი მოუთმენლად ველით"

ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტართან" ერთად თურქეთშია, სადაც მოსამზადებელ ეტაპს გადის. ხოჭოლავამ მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, 1/8 ფინალში მისი გუნდი "რომას" დაუპირისპირდება. "გუნდში ყველა მოთამაშე რომასთან მატჩზეა ორიენტირებული. მოუთმენლად ველით ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. რომა ძალიან ძლიერი გუნდია და აქტიურად ვემზადებით. მანამდე კი უკრაინის ჩემპიონატში გვაქვს სათამაშო", - აცხადებს ხოჭოლავა. თურქეთში მყოფი "შახტარი" მორიგ ამხანაგურ მატჩს "დინამო ზაგრებთან" ჩაატარებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის