მსოფლიო
პოლონეთის საგარეო უწყება: აშშ დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის სამხედრო ძალის მოდერნიზაციაში

პოლონეთის საგარეო უწყება: აშშ დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის სამხედრო ძალის მოდერნიზაციაში

"პოლონეთი იმედოვნებს, რომ აშშ მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის სამხედრო ძალის მოდერნიზაციაში", - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები, სისტემა Patriot-თან და პოლონეთში Black Hawk-ის ვერტმფრენების წარმოებასთან დაკავშირებით მალე დასრულდება", - აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, პოლონეთს უნდა, რომ აშშ-ის სამხედრო კონტიგენტი რაც შეიძლება დიდხან დარჩეს ქვეყანაში, ვინაიდან ეს პოლონელ ხალხს უსაფრთოხების შეგრძნებას უჩენს.

ვარშავა და ვაშინგტონი ბოლო თვეების განმავლობაში, პოლონეთში ამერიკული კომპლექს Patriot-ის მიწოდებაზე მსჯელობს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის