პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი პოლიციელებს ახალ მაკონტროლებელს უნიშნავს

იუსტიციის მინისტრი პოლიციელებს ახალ მაკონტროლებელს უნიშნავს

პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს. ახალი საგამოძიებო უწყება პერსონალური მონაცემების გარდა, სწორედ პოლიციელთა გადაცდომებსაც შეისწავლის. საუბარია ისეთი ტიპის დანაშაულებზე, როგორიცაა: წამება, წამების მუქარა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა. ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები 21 კანონში უნდა შევიდეს. სამსახურს პარლამენტი აკონტროლებს და მის ხელმძღვანელსაც საკანონმდებლო ორგანო 5 წლის ვადით ნიშნავს.ინიციატივა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოადგინეს, რომელსაც ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები; არასამთავრობო ორგანიზაციები; ექსპერტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახალხო დამცველი. ინიციატივა კი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარმოადგინა.როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტშია ნათქვამი, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორი გახდება.შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად მიესალმება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას და მინისტრმა უწყებათაშორისი... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის