სხვადასხვა
ილონ მასკი დედამიწისთვის სუპერსწრაფი ინტერნეტის მიწოდებას კოსმოსიდან გეგმავს

ილონ მასკი დედამიწისთვის სუპერსწრაფი ინტერნეტის მიწოდებას კოსმოსიდან გეგმავს

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ 6 თებერვალს, Space X-ის გიგანტური ხომალდი Falcon Heavy, რომლის მიზანიც მარსის ორბიტაზე გასვლაა, კოსმოსში გაეშვა და ახლა კოსმოსში, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელის ილონ მასკის მანქანა Tesla Roadster-ი მოგზაურობს, რომლის საჭესთან სკაფანდრიანი მანეკენი სთარმენი ზის.

თუმცა, ამით მასკის შეშლილი გეგმები არ სრულდება.

ილონ მასკი დედამიწისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებას კოსმოსიდან გეგმავს. ელონ მასკის კომპანია SpaceX 2015 წლიდან მუშაობს პროექტზე Starlink. პირველი სატელიტები ორბიტაზე 17 თებერვალს გაშვება. სატელიტებმა microsat 2a და 2b შემოწმება წარმატებით გაიარეს. მომავალ კვირას კი კალიფორნიის აერობაზიდან რაკეტა Falcon 9 მათ ორბიტაზე წაიღებს.

ჯერ კიდევ 2015 წელს, Space X -მა განაცხადა, რომ დედამიწაზე სუპერ სწრაფი ინტერნეტისთვის, 2019 წლისთვის ორბიტებზე სატელიტებს გაუშვებდნენ. მთლიანობაში კი 4 425 სატელიტის გაგზავნა იგეგმება. ცნობისთვის, ამჟამად დედამიწის გარშემო სულ 1 500-მდე სატელიტი დაფრინავს.

როგორც კომპანიას დაანონსებული ჰქონდა, 2018 წელს სატელიტების საცდელი გაშვება მოხდებოდა, 2019 წელს კი ოპერაცია ოფიციალურად დაიწყებოდა, რომელიც 2014 წელს უნდა დასრულდეს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის