პოლიტიკა
წულუკიანი: არაერთი ჩვენი მოქალაქე საქართველოში გვარს იცვლის და შენგენის ზონაში კვლავ შედის

წულუკიანი: არაერთი ჩვენი მოქალაქე საქართველოში გვარს იცვლის და შენგენის ზონაში კვლავ შედის

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანია ინფორმაციით, კონსულები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში იმყოფებიან აგზავნიან ინფორმაციას, რომ საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე შენგენის ზონაში დანაშაულის ჩადენის შემდგომ, ბრუნდება საქართველოში, იცვლის გვარს და კვლავ შედის შენგენის ზონაში.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემა ახალი რეგულაციებით აღიკვეთება.

"ჩვენ სხვადასხვა საელჩოებიდან, საკონსულოებიდან ჩვენი კონსულები გვწერენ, გვიხსნიან რომ არაერთი არაკეთილსინდისიერი საქართველოს მოქალაქე ამით სარგებლობს, როდესაც ერთი გვარით ჩაიდენს შენგენის სივრცეში დანაშაულს, შემდგომ ჩამოვა საქართველოში, მიიღებს მაგალითად, ცოლის ან ბებიის გვარს და შემდეგ ამ გვარის პასპორტით შედის ისევ შენგენის ზონაში. ჩვენ ამას აღვკვეთთ სწორედ წესების გამკაცრებით",- განაცხადა წულუკიანმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის