მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეფერხების მიზეზებს განმარტავენ

ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეფერხების მიზეზებს განმარტავენ

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, რომელიც ვირუსის NotPetya-ს გამოყენებით კიბერთავდასხმის გამო შესაძლოა დაწესდეს, უკვე მომზადებულია და მათი დაწესება სამართლებრივი პროცედურების გამო შეფერხდა,-ინფორმაციას საგენტო Reuters შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციის სამი ოფიციალური პირის განცხადებით, სანქციები დაჩქარებული წესით არ დაწესდება.

"სანქციების დაწესება ხანგრძლივი, რთული პროცესია, მარამ როცა მტკიცებულება იქნება და ჩვენც მზად ვიქნებით, სანქციები დაწესდება", - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

კიდევ ერთი ოფიციალური პირი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს "ნამდვილად" დააწესებს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის