სამართალი
აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა და ნათია სონღულაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად დანიშნა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით საკადრო ცლილებით, ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე - ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის