პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი: ზეგანაკვეთურს არ უნაზღაურებენ და ადამიანები ხმას ვერ იღებენ

ბექა ნაცვლიშვილი: ზეგანაკვეთურს არ უნაზღაურებენ და ადამიანები ხმას ვერ იღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ქვეყანაში შრომითი ტრეფიკინგია - ადამიანებს ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნაზღაურდებათ, ისინი კი, სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იღებენ.

„დღემდე არის ყალბი ცნობიერება იმისა, რომ დასაქმებული არის უბრალო ჭანჭიკი, რომელიც როცა გაფუჭდება, ან მოძველდება, შეიძლება გადაადგო, რომ დასაქმებული დოვლათის შექმნის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს. ამ ლოგიკას ჩვენ სანამ გავაგრძელებთ და გავყვებით, ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება გვექნება ჩვენი თანამოქალაქეების, მშრომელების ღირსეულ შრომის უფლებებზე და პირობებზე.

უფლებებზე რატომ ვამახვილებ ყურადღებას. დღეს არის ტრეფიკინგი, არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას პასპორტებს პარავენ, სარდაფებში კეტავენ და იქ ამუშავებენ, არამედ ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ზეგანაკვეთური მუშაობა ანაზღაურებული არ არის, რატომ არ არის? იმიტომ, რომ ყველას ეშინია, თუ ის ხმას ამოიღებს ზეგანაკვეთურის მოთხოვნით, მას სამსახურიდან გააგდებენ, ახალს მოიყვანენ, ახალ ჭანჭიკს მოიტანენ და დაამაგრებენ იქ. ეს არ არის იძულებითი შრომა, როდესაც ადამიანი შრომობს და შესაბამისი ანაზღაურება არ აქვს?!“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის