საზოგადოება
"ეჭვიანობის ნიადაგზე შეყვარებულთან ჩხუბობდა ხოლმე" - თემქაზე მოკლული გოგონას ახლობელი

"ეჭვიანობის ნიადაგზე შეყვარებულთან ჩხუბობდა ხოლმე" - თემქაზე მოკლული გოგონას ახლობელი

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებთან ყვება, რომ გოგონას შეყვარებულთან კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ბოლო დროს ურთიერთობა დაალაგეს.


ნაცვლიშვილის მეგობრის დედა აცხადებს, რომ მისი ინფორმაცით, მკვლელობა 05:00 საათისთვის მოხდა.

"ანას დას დაურეკავს საერთო დაქალთან და უთქვამს, ანა სახლში არ არის და ვეძებთო. როგორც ვიცი, შეყვარებულთან ურთიერთობა გამოასწორა. დიდი ხანია ერთად არიან, ეჭვიანობის ნიადაგზე ჩხუბობდნენ ხოლმე. გამორიცხულია ანა ვინმე უცხოსთან ჩასულიყო ღამე. სახლიდან გაიპარა“, - განაცხადა ქალბატონმა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის