მსოფლიო
კანადის პრემიერი და მისი ოჯახის წევრები ინდოეთში ვიზიტისას ტრადიციული ტანისამოსით შეიმოსნენ

კანადის პრემიერი და მისი ოჯახის წევრები ინდოეთში ვიზიტისას ტრადიციული ტანისამოსით შეიმოსნენ

ინდოეთში ვიზიტისას, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო და მისი ნათესავები ტრადიციულ ინდურ ტანისამოსში შეიმოსნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

აღსანიშნავია, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ინდოეთში 17 თებერვალს დაიწყო. კანადის პრემიერმინისტრი და მისი ოჯახის წევრები მოგზაურობის დროს ტრადიციული ინდური ტანისამოსით საჯაროდ მინიმუმ სამჯერ გამოჩნდნენ.

ტრიუდოს, მისი შვილებისა და მეუღლის ფოტოები მედიაში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათმა ჩაცმულობამ ინდოელებიც კი გააოცა.

ადრე, ჯასტინ ტრიუდო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყვითელ კოპლებიანი წინდებით გამოჩნდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის