მსოფლიო
ილონ მასკმა კოსმოსიდან სუპერსწრაფი WiFi-ს მოსაწოდებლად პირველი თანამგზავრები გაუშვა (ვიდეო)

ილონ მასკმა კოსმოსიდან სუპერსწრაფი WiFi-ს მოსაწოდებლად პირველი თანამგზავრები გაუშვა (ვიდეო)

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელის ილონ მასკის შეშლილი გეგმები გრძელდება.

ილონ მასკი დედამიწისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებას კოსმოსიდან გეგმავს.

ამისთვის კი დედამიწის ორბიტაზე ორი თანამგზავრი გაუშვა. microsat 2a და 2b დედამიწაზე ინტერნეტის კოსმოსურ სიგნალს გამოგზავნიან. ინტერნეტ სატელიტები კალიფორნიის აერობაზიდან კოსმოსში რაკეტა Falcon 9-ს მიაქვს, თავად კი დედამიწაზე უნდა დაეშვას, რაც ასევე SpaceX-ის ინოვაციაა.

ელონ მასკის კომპანია SpaceX 2015 წლიდან მუშაობს პროექტზე Starlink. სატელიტებმა microsat 2a და 2b შემოწმება წარმატებით გაიარეს.

ჯერ კიდევ 2015 წელს, Space X -მა განაცხადა, რომ დედამიწაზე სუპერ სწრაფი ინტერნეტისთვის, 2019 წლისთვის ორბიტებზე სატელიტებს გაუშვებდნენ. მთლიანობაში კი 4 425 სატელიტის გაგზავნა იგეგმება. ცნობისთვის, ამჟამად დედამიწის გარშემო სულ 1 500-მდე სატელიტი დაფრინავს.

როგორც კომპანიას დაანონსებული ჰქონდა, 2018 წელს სატელიტების საცდელი გაშვება მოხდებოდა, 2019 წელს კი ოპერაცია ოფიციალურად დაიწყებოდა, რომელიც 2014 წელს უნდა დასრულდეს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის