მსოფლიო
დონალდ ტრამპის სიდედრი და სიმამრი მალე აშშ-ის მოქალაქეები გახდებიან

დონალდ ტრამპის სიდედრი და სიმამრი მალე აშშ-ის მოქალაქეები გახდებიან

ტრამპის სიდედრი და სიმამრი მიგრანტები აღარ არიან. ამერიკის პრეზიდენტის ოჯახის წევრები მალე აშშ-ის მოქალაქეები გახდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ოჯახის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მელანია ტრამპის მშობლები, რომლებიც სლოვენიაში ცხოვრობენ, აშშ-ში კანონიერად დასახლებად გეგმავენ.

მელანია ტრამპი მეუღლეზე 24 წლით უმცროსია (ტრამპი 70 წლისაა). ის ტრამპის მესამე მეუღლეა. მათ საერთო ვაჟიშვილი - 10 წლის ბარონი ჰყავთ.
მათი ქორწილი მინიმუმ $ 1 მლნ დაჯდა. მელანია ტრამპი 2005 წლიდან 2009 წლამდე ამერიკაში „წითელი ჯვრის“ კეთილი ნების ელჩი იყო.
იგი ამერიკის ისტორიაში პირველი ლედია, რომელიც გაშიშვლდა. 2000 წლის იანვარში მისი ფოტო ბრიტანული ჟურნალის GQ-ის ყდაზე დაიბეჭდა.

მელანიას საკუთარი ბიზნესი აქვს. ის საათებისა და სამკაულების ბრენდის მფლობელია, რომელზეც მუშაობა 2010 წელს დაიწყო. გარდა ამისა, საიუველირო ბრენდში ასევე შედის კოსმეტიკაც. მელანია ხუთ ენაზე საუბრობს - სლოვენიური, ინგლისური, ფრანგული, სერბული და გერმანული.

გამოცემა Washington Post-ის გამოკითხვით, მელანია ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ისტორიაში, ყველაზე ნაკლებად პოპულარული პირველი ლედია. მანამდე, ყველაზე არაპოპულარული პირველი ლედი ჰილარი კლინტონი იყო.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის